555 8888888
Eng
Geo
Rus

მდებარეობა

მესტია: მესტია ეს არის თქვენს მიერ აღმოჩენილი პატარა ცივილიზაცია კავკასიონის მთებში, სადაც ქართული ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობა და ფოლკლორი არაჩვეულებრივ თანხვედრაშია თანამედროვეობასთან. იგი მდებარეობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე. აქ თქვენ შეხვდებით ქართული ხუროთმოძღვრების უძველეს ძგლებს, რომლებსაც აღტაცებაში მოჰყავთ მნახველები. მესტიის ადგილმდებარეობა და კლიმატური პირობები ქმნის დასვენებისა და ექსტრემალური თავგადასავლებისთვის საუკეთესო პირობებს.

სვანეთი: საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. საუკუნეების მანძლზე სვანეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საგანძურის საცავს. ქვეყნის ძნელბედობის ჟამს საქართველოს მეფეები სვანეთს აფარებდნენ თავს, სწორედ აქედან გამომდინარე სვანეთში მრავლად არის შემორჩენილი შუა საუკუნეების ძეგლები, ხატები, ჯვრები, ხელნაწერები და სხვა.

კოშკი: კოშკი სვანეთის სიმბოლოა, იგი წარმოაჩენს სვანეთის სიამაყეს, სიდიადეს, უდრეკობასა და ძლევამოსილებას. იგი ითავსებდა თავდაცვის ფუნქციას ომიანობის დროს, კოშკი აგრეთვე აღნიშნავდა ოჯახის სიძლიერეს.

უშგული: ეს არის ევროპაში მეორე, ყველაზე მაღალი, მუდმივად დასახლებული პუნქტი, ზღვის დონიდან 2200მ სიმაღლეზე, რომელიც იუნესკოს მიერ დაცულ ძეგლთა სიაშია, მას ხშირად უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. უშგული განსაკუთრებულია თავისი გეოგრეფიული მდებარეობითა და ისტორიული მემკვიდრეობით, მეცხრე მეთერთმეტე საუკუნის ძეგლები წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ მნახველებზე. 

სასტუმრო კოკა მდებარეობს მესტიის წყნარ უბანში, ცენტრთან ახლოს.

ყველა სურათი >>